სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მესამე ტური ორი ეტაპად გაიმართება:
I ეტაპი - არგუმენტირებული ესე
პირველ ეტაპზე მოსწავლეებს დაევალებათ არგუმენტირებული ესეს დაწერა. ესეს საშუალებით შეფასდება მოსწავლეთა მიერ პრობლემის გადაწყვეტის, სამოქალაქო კონცეფციების გამოყენების, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის უნარი. აგრეთვე, ზოგადი ერუდიცია, სამოქალაქო ღირებულებების პატივისცემა და პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომა. ესე უნდა მოიცავდეს პრობლემის, სიტუაციის ანალიზსა და შეფასებას, გარკვეული პროცესების განვითარების არგუმენტირებულ პროგნოზირებას, პრობლემის მოგვარების ინდივიდუალურ დასაბუთებულ ხედვას, საკუთარი მოსაზრებებსა და დასკვნებს.
სასურველია ესე შედგებოდეს 400-500 სიტყვისაგან, 200 სიტყვაზე ნაკლები მოცულობის ესე არ შეფასდება. თემის დასაწერად მოსწავლეებს მიეცემათ 3 საათი. მესამე ტურის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩევა 40 საუკეთესო ესეს ავტორი.
II ეტაპი - პრეზენტაცია
პირველ ეტაპის შედეგად გამოვლენილი 40 საუკეთესო მოსწავლე წარსდგება სპეციალური კომისიის წინაშე, სადაც წარადგენს მის მიერ დაწერილ ესეს. პრეზენტაციისას შეფასდება მოსწავლეთა ზეპირი მეტყველება, პრეზენტირების უნარი, არგუმენტირებული მსჯელობა, სამოქალაქო ღირებულებების პატივისცემა და დასმულ კითხვებზე სხარტი და არგუმენტირებული პასუხი. თითო მოსწავლის პრეზენტაცია გაგრძელდება 10-15 წუთი.
კომისიის წევრები შეაფასებენ მოსწავლეთა პრეზენტაციებს და შეარჩევენ 20 საუკეთესო პრეზენტატორს. სწორედ ეს 20 მოსწავლე იქნება სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებული.
მოსწავლეთა მიერ დაწერილი საუკეთესო ესეები გამოიცემა კრებულის სახით.